საზეპირო

July 15, 2016 Leave a comment

ახლა ყველაფერი არის უკეთ

ანუ უარესად ვიყავი და

როგორც ნენსს უშვებენ სამსხვერპლოზე

ისე ადექი და უარმყავი.
ფიქრმა უსაზღვრომ და შემზარავმა

ერთხელ გამზომა და ასჯერ გამჭრა,

შენ თუ იყავი და აღარახარ

ანუ არაფერი არ გადარჩა.
შენი ეპისტოლეს საზეპირო

ისე ყალბია რომ,გამირთულდა

თითქოს ღმერთმაც ზურგი მაქცია და

გავხდი ათეისტი ფაქტიურად.
ახლა ყველაფერი არის ისე

რაღაც უარესად რომ იყო და..

ანუ ყველაფერი კარგად არის

ანუ არაფერი გამირთულდა 

💭

Categories: დღიური..

😍

May 14, 2015 Leave a comment

სულ ზამთარი რომ იყოს და სულ მციოდეს და გაყინულ ცხვირს რომ შენს კისერში ვათბობდე – არც კი  დავიწუწუნებდი და მოვნატრებდი მზეს . 

Categories: დღიური..

ფანტაზია

April 13, 2015 Leave a comment

შეიძლება ადამიანებს მართლა შეუყვარდეს ერთმანეთი..

შეიძლება აღარ იარსებოს ბოროტებამ და სიკეთით აივსოს ქალაქი.
შეიძლება ზამთარი იყოს თოვლიანი და ზაფხულში არავინ დარჩეს რუჯის გარეშე.
შეიძლება ყოველი დღე წინაზე უკეთესი იყოს და საინტერესო. 

ყველაფერი შეიძლება მოხდეს,ყველაფერი შეიძლება იყოს – უშენობის გარდა. 
Categories: დღიური..

☔️☔️☔️

April 4, 2015 Leave a comment

ზუსტად ვიცოდი ,არ უჩანდა ამ წვიმებს ბოლო

გაზაფხულისკენ ამინდები სულ აირია
მე ყოველ დილით მივუყვები იმ ქუჩებს მხოლოდ ,
სადაც ვიცი რომ ისეც წვიმს და მეც არც მელიან.
ზუსტად ვიცოდი იქნებოდა იმ ღამით ქარიც,
გამწყდარ მავთულზე უპატრონოდ ეკიდა სევდა..
მე ყოველ ღამით ვუყვებოდი იმ ზღაპრებს შვილებს
სადაც სიცოცლიფერი კაბა მხოლოდ მე მეცვა. 
ზუსტად ვიცოდი იქნებოდა ფინალი ასე… 
მე შენგან შორს და უსასრულოდ ვიქეცი კენტად
ჩვენს შორის წყენა გამეფდა და სიცივით წამსვე 
აივსო ზეცა…
 
 
მის მერე წვიმს და შენც ხომ იცი არუჩანსბოლო.
ანდა რა ბოლო წვიმებია აპრილის თვეში..
ახლა შენ იყო ჩემს გვერდით და 
რას ნიშნავს წვიმა?!
წვიმა კიარა ,  წამოვიდეს ზეციდაც ცეცხლი. 
 
 
 
 
 
 
 
Categories: დღიური..

ჩვენ შევხვდებით 

March 24, 2015 Leave a comment

იმ ღამით წაიბორძიკა ღმერთმა და ფეხნატკენმა ვეღარ მოაღწია ჩემამდე.. 

იმ ღამის მერე დაიკარგა ღმერთი და თვალით არ მინახავს. 
ავდგები და მე მივალ.. 
მივალ და ყველა დაუმსახურებელი ცრემლისთვის,გათენებული ღამეებისთვის,გაცრეცილი იმედებისთვის პასუხს მოვთხოვ. 
მაინტერესებს რას მეტყვის ერთი.. 
Categories: დღიური..

Clue One 

March 11, 2015 Leave a comment

დასაწყისი

ერთად ცხოვრება სულ არ ნიშნავს თანაცხოვებას-როცა აქ ხარ და როცა გინდა ახლა არიყო.


დაღლილი წელის ატკიებას მოგაგონებს -ისე მოხვედი. 
ერთად ცხოვრება სულ არ ნიშნავს თანაცხოვრებას-
თუ შენ დუმხარ ან დუმილსაც არღვევ ტყუილით,
და მე გადარებ იმ ქვეყნიურ რაღაც სასწაულს .. 
ერთად ცხოვრება არ ნიშნავდა თანაცხოვრებას-როცა ვენები დამებერა ტკივილისაგან ნააბორტალს რომ დამხედე და კარი მიკეტე. 
მე ღმერთს ვერ ვთხოვდი პატიებას რადგან მრცხვენოდა და შენი სუნით გაჟღენთილი ბალიშის პირი ნაგავსაყრელზე დაკეპილი ხორცივით ყარდა. 
ერთად ცხოვრება სულ არ ნიშნავს თანაცხოვრებას – როცა მიყურებ დამცირებით,ნიშნისმოგებით რომ თითქოს ცდილობ დამიმტკიცო შენი 
სიმაღლე. და სწორედ მაგ დროს ჩემთვის შენ ხარ ცისარტყელამდე ძალიან შორი… 

ერთად ცხოვრება სულ არ ნიშნავს თანაცხოვრებას – თუნდ საწოლს ერქვას საოცრება,ანდა ზღაპარი.
როცა მზერაში დავიჭირე გაუცხოვება და ვერ მიხვდი რომ საკოცნელად გამოწეულს არმეყო ძალა. 
მაშინ როდესაც საკმარისი არარის წასვლა, როცა ინგრევა რუდუნებით ნაძერწი კოშკი 
შენი და ჩემი ღამეების თავშესაყართან დგება ეჭვი და უმისამართოდ უსასრულო საბაბებს ისვრის მე მხვდება ყველა ემოცია-ნეკნსს ისე გიმტვრევს.
უყურებ მშვიდად, უშფოთველად არც გღლის ყურება და როცა ფერი მეკარგება,სიტყვები,პულსი ამბობ რომ შენთან ყოფნა ნიშნავს თანაცხოვრებას და მეც გიჯერებ….
ასე,ასე, ისევ,ისე .. 

ერთად ცხოვრება როდი ნიშნავს  თანაცხოვრებას. 






Categories: დღიური..

მზე დედაჩემი.

March 2, 2015 Leave a comment

არვიცი რამდენად შეიძლება ადამიანებთან გაშინაურება მაგრამ ჩემი მოშინაურება გაცილებით რთულია.

როცა ადამიანიის თვალებში ხედავ ნდობას და სურვილის მოუხედავად მაინც სადღაც ფეხი აგიცდება.

როცა ყურადღებას ითხოვს და არა საკმარისია შენი ყველა მცდელობა.

როცა ყველაზე კეთილი გონიხარ და შენ მაინც გეცინება როცა ვიღაც მოლიპულ ასვალტზე ეცემა. Read more…

Categories: დღიური..
%d bloggers like this: